საქართველოს ისტორიული ქალაქები ლოგო

მესტია

მესტია მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხრის ნაპირებზე ზღვის დონიდან 1500მ-ზე. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კავკასიონი, სამხრეთიდან კი სვანეთის ქედი. ქალაქის ირგვლივ განლაგებულია კავკასიონის ცნობილი მწვერვალები, შხარა, თეთნულდი და უშბა. რეგიონი უნიკალურია მისი ლანდშაფტით და ბუნებრივი რესურსებით: ტყეებით, ალპური მინდვრებითა, მდინარეებით. ქალაქის რელიეფი მეტად რთულია. იგი მდინარის გასწვრივ, არსებულ ბუნებრივ ტერასებზეა განლაგებული. ქალაქს გარს აკრავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. მთაში აგრარული საქმიანობისათვის გამოსადეგი მიწის ნაკლებობის გამო, და ასევე მუდმივი თვითგადარჩენის რეჟიმში ყოფნამ, განაპირობა მესტიის განაშენიანებაში მისი სიმცირის მიუხედავად ქალაქური განაშენიანების ხასიათი.

მესტიასთან მისადგომი გზა ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს, როგორც ქალაქის ძირითადი ქუჩა. მთავარი ქუჩიდან ვითარდება ძველი ქალაქისათვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩათა ქსელი. თითოეულ საცხოვრებელს გააჩნია საკუთარი პატარა ეზო, რომელიც გალავნითაა შემოსაზღვრული. სწორედ ეს ქვის ღობეებია განლაგებული ვიწრო ქუჩების ორივე მხარეს. რელიეფმა განაპირობა ქალაქის ტერასული ხასიათი, ამიტომ წვრილი ქუჩების დაქანება მეტად მაღალია. ქალაქს არ გააჩნია წინასწარ განსაზღვრული გეგმარება და წარმოადგენს ქაოტურ განაშენიანებას, რომელიც ნაკარნახევია რელიეფის თავისებურებებით.

ნოტიო კლიმატმა, და ალპური და სუბალპური მდელოების სიახლოვემ განაპირობა მეცხოველეობისა და აგრარული სექტორის განვითარება. იშვიათმა ლანდშაფტი აქ ყოველთვის იზიდავდა თურისტს, თუმცა ეხლახანს დაიწყო მესტიის როგორც სათხილამურო კურორტის დაგეგმვა.

მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები - გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.       მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით.

2002 წლის მონაცემებით მესტიაში 2600 მოსახლეა. ქალაქიდან მიგრაციის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამჟამად დასაქმებულია საამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ასევე მცირე ნაწილი დასაქმებულია ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი აგრარულ საქმიანობასა და მეცხოველეობას მისდევს. ეკონომიკის დარგების მთავარ წყაროდ კი ტურიზმი, მეცხოველეობა, სოფლის მეურნეობა ითვლება.

დასასვენებელი და სათხილამურო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციამ და ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზის მშენებლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქის განვითარებაში. რეგიონისთვის ასევე უდიდესი მნიშვნელობისაა მესტიის აეროპორტი.

ქალაქს ექნება მხოლოდ საბაგირო გზა მოთხილამურეთათვის. მუნიციპალური ტრანსპორტი აკავშირებს სოფლებს მესტიასთან, და მესტიას ზუგდიდთან.

ქალაქს გააჩნია უდიდესი პოტენციალი როგორც სათხილამურო კურორტს, ასევე კულტურული და ეკო-ტურიზმის განვიტარების შესაძლებლობა. გარდა ამისა ქალაქს შეუძლია აწარმოოს ბიო საკვები პროდუქტები (ადგილობრივი ყველი, კარაქი, კარტოფილი).

მესტიას თავისი უნიკალური არქიტექტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით გააჩნია დიდი შანსი რათა გადაიქცეს მსოფლიო მნიშვნელობის სათხილამურო კურორტად, ასევე განიმტკიცოს ალპინიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრის სტატუსი და განავითაროს კულტურული ტურიზმი. უნიკალური სამუზეუმო კოლექციები, არქიტექტურა და ფრესკები იძლევა საშუალებას რომ მთელი მსოფლიოდან მოიზიდოს ქალაქმა ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები. გარდა ამისა შესაძლებელია განვითარდეს გასტრონნომიული ტურიზმი. ასევე ქალაქს შეუძლია აწარმოოს რეგიონისათვის დამახასიათებელი ყველი და გამოყენებიტი ხელოვნების ნიმუშები, როგორიცაა სამკაული, ფარდაგები, ავეჯი.

სვანები ხშირად გვხვდება ჯერ კიდევ ანტიკურ ისტორიულ წყაროებში, თუმცა მათი განსახლების არეალი დღევანდელთან შედარებით ფართე ყოფილა და ჩრდილო კავკასიის ნაწილსაც მოიცავდა და შავი ზღვისპირეთამდე აღწევდა. ისტორიულმა კატაკლიზმებმა სვანები ნელნ-ნელა აიძულა მთიანეთისათვის შეეფარებინათ თავი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მესტიაში ანტიკური (რომაული სტილის) აბანოებია აღმოჩენილი, ძვირფასი მოზაიკებით. ურთულესი რელიეფი სვანეთისათვის ბუნებრივი ციხესიმაგრე შეიქნა, რამაც მიუხედავად ამისა, სვანები ეწეოდნენ თავიანთი საცხოვრებლის გამაგრებას, მუდმივი ერთმანეთში ქიშპობის გამო.

მესტიის ძველი სახელწოდებაა სეტი. გვიან შუა საუკუნეებში მესტია წარმოადგენდა სადადეშქელიანოს ცენტრს.

ღუსული ოკუპაციის შემდეგ მესტია შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში, საბოქაულოს სახით 1917 წლამდე. 1921 წლიდან მესტია წარმოადგენს ზემო სვანეთის მაზრის დედაქალაქს, ხოლო 1930 წლიდან კი მესტიის მუნიციპალიტეტის დედაქალაქს. ამჟამად სვანეთი იყოფა ზემო და ჟვემო სვანეთად. ზემო სვანეთის მუნიციპალურ ცენტრას წარმოადგენს მესტია, რომელიც აერთიანებს 134 სოფელს. 1963 წლიდან იწოდება დაბად.

ქალაქის უნიკალობა განაპირობა ერთის მხრივ ბუნებამ და მეორეს მხრივ თავდაცვითი ნაგებობების მხოლოდ სხვანეთისათვის დამახასიათებელი არქიტექტურის არსებობამ. მესტია გვევლინებოდა სახელმწიფო საგანძურის მცველად, გარე მტრისაგან მიუდგომლობის გამო, სვანეთმა ძირითადი თავისი საგანძური დღემდე შემოინახა. ამიტომაც აქ დღემდეა შემორჩენილი უნიკალური ნივთები როგორც მუზეუმში, ასევე ტაძრებსა და ოჯახებში.

ქალაქ მესტიის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები ჯერჯერობით არ არის დადგენილი.

შენობების უმეტესობა განვითარებულ შუასაუკუნეებს განეკუთვნება. საგვარეულო კოშკების რაოდენობა შეადგენს 45-ს. ქალაქში რამოდენიმე ეკლესიაა და საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი კომუნისტურ წლებში გადაკეთებულ შუა საუკუნეების ნაგებობებს წარმოადგენს.

ზოგადად სვანეთს და აქედან გამომდინარე მესტიას გააჩნია უნიკალური ურბანული მემკვიდრეობა. მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (მე 13-14 სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერეით; სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიები.

შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები - გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.

ქალაქში სულ 45 კოშკია, რომელტა აბსოლუტური უმრავლესობა შესანიშნავადაა შემონახული. კოშკები აგებულია ქვისაგან, კვადრატულ გეგმაზე და გააჩნია პირამიდისებური კედლების დახრილობა, კოშკების სიმაღლე დაახლოებიტ 25 მეტრია და 4 -5 სართულისაგან შედგება. კოშკი სრულდება სვანური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ქონგურებით. საცხოვრებელი კომპლექსებიდან გამორჩეულია მარგიანების უძველესი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს მესტიის ისტორიულ უბანში ლანჩვალში. იგი XIV საუკუნეშია აშენებული და მოიცავს ,,მაჩუბს''დარბაზით, საზაფხულო ნაგებობას ,,გუბანდ'' ტერასასა და იქვე მახლობლად მდგრად, ქვის დიდი კვადრატებისაგან ნაგებ მრავალსართულიან კოშკს.

მაჩუბი წარმოადგენს ძველი სვანური სახლის ქვედა სართულს, ოჯახის ზამთრის საცხოვრებელს, რომლის ცენტრში გამართული იყო კერა. კერის მდებარეობა განსაზღვრავდა მაჩუბის გეგმას: კერის წინა მხარე მიმართული იყო შემოსასვლელი კარისაკენ, რომელიც უმთავრესად აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთ კუთხეში იყო მოთავსებული. კერის უკანა მხარე იყო საქალებო, წინა — საკაცებო. მტკიცე წესად იყო დადგენილი კერის გარშემო ოჯახის წევრთა დასხდომა სქესისა და ასაკის მიხედვით.

ზამთრობით ოჯახთან ერთად მაჩუბში, სპეციალურად მოწყობილ გომურში, იმყოფებოდა ბაგურ კვებაზე გადაყვანილი საქონელიც. გომური ადამიანთა სამყოფისაგან გამოყოფილი იყო ხის სქელი ტიხარით, რომელიც მაჩუბს 3 ნაწილად ჰყოფდა (საცხოვრებელი, საქონლის სადგომი და თივის დასაყრელი ბაგა). საქონლის სადგომი გომური მოწყობილი იყო ჩრდილოეთ კედლის გასწვრივ ხარებისათვის და დასავლეთით — ძროხებისათვის. ხშირად გომურის თავზე დაშენებული იყო წვრილფეხა პირუტყვის სადგომი. მაჩუბის აღმოსავლეთ კითხეში მიშენებული იყო ფიცრული მარანი, რომელშიც საარყე ჭურჭელს ინახავდნენ. მაჩუბის ყველა ტიხარის ფასადი მოჩუქურთმებული იყო ორიგინალური გეომეტრიული, ზოომორფული, ანთროპომორფული სახეებითა და ფიგურებით.

გარკვეულ დღეებში ტიხრებზე ხატავდნენ მაგიურ ფიგურებს, რომლებშიც ცხოველთა გამოსახულებები ჭარბობდა. მაჩუბი იყო საოჯახო კულტის ცენტრიც, სადაც დღეობებსა და უქმე დღეებში რელიგიურ წეს-ჩვეულებებსა და ლოცვა-ვედრებას ასრულებდნენ (ქალები კერასთან, მამაკაცები — სარკმელთან). კერა აღმოსავლეთ კედელში გაჭრილ სარკმელთა ერთად საცხოვრებლის წმინდა ადგილად ითვლებოდა.

მესტიას გააჩნია უნიკალური „სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი“ რომელიც ნაციონალური მუზეუმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

ქალაქი და რეგიონი, იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.

მესტიის კულტურული მემკვიდრეობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

მუჟალის სოფ. ჩვაბიანის მაცხოვრის სახელობის ეკლესია  მე-10 საუკუნეშია აშენებული. იგი შვერილ-აბსიდიანი ნაგებობაა. მის ინტერიერს ამკობს ხუთთაღიანი კანკელი. ოხატულობა გამოირჩევა დახვეწილი კოლორიტით. გამოყენებულია ძვირფასი საღებავი - ლაჟვარდი, რომელიც სვანეთის მხატვრობაში სხვაგან არსად არ გვხდება. ეკლესია ხელმეორედ მე-13 საუკუნეში მოუხატავთ.

კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია (სვანურად ლაგურკა). მესტიის რაიონის სოფ. კალაში მდებარეობს. იგი მე-10 საუკუნეშია აშენებული მოყვითალო ფერის ქვით, მცირე ზომის, დარბაზული ტიპის ეკლესიაა. შუა საუკუნეებში იგი წარმოადგენდა სამონასტრო კომპლექსს. ეკლესია 1112 წელს მოიხატა მეფის მხატვარ თევდორეს მიერ, რომელსაც მანამდე 1096 წელს სვანეთში მოხატული ჰქონდა იფარის მთავარანგელოზის ეკლესია. ეკლესიაში დაცულია კალას თემის მთელი საგანძური შუა საუკუნეების ჭედური და ფერწერული ხატები.

ნაკიფარის წმ. გიორგის სახ. ეკლესია მე-10 საუკუნეშია აშენებული შირმით. იგი დარბაზული ტიპის სამლოცველოა. მისი აღმოსავლეთი ფასადი შემკულია მოხატულობითა და ცხოველთა რელიეფური გამოსახულებებით, გარეთა შემკულობაც ეკლესიის აშენების თანადროულია.

მისი ინტერიერი მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1130 წელს, მხატვრობა ძალზე შთამბეჭდავია. გამოირჩევა საინტერესო მხატვრული გადაწყვეტით. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კონქის კომპოზიცია, სადაც ვედრების გავრცობილი ვერსიაა გამოსახული და ჩრდილოეთ კედელზე მოთავსებული ჰერალდიკური ხასიათის კომპოზიცია.  ეკლესიაში ინახება მე-11 საუკუნეში მოღვაწე ოქრომჭედლის  - ასანის მიერ შესრულებული წმ. გიორგის ჭედური ხარი (მარუშინის დაკვეთით). ეკლესია ამჟამად მოქმედია.

მაცხოვრის სახელობის ეკლესია მდებარეობს მესტიის რაიონის სოფ. ლატალში (სვანები მას ,,მაცხვარიშით'' მოიხსენიებენ). ეკლესია მე-10 საუკუნეში აუშენებიათ შირიმის ქვით. იგი დარბაზული ტიპის ეკლესიაა. მისი ინტერიერი მოხატულია მიქაელ მაღლაკელიძის მიერ 1140 წელს. დემეტრე პირველის მეფობის მე-15 წელს, რასაც გვამცნობს ჩრდ. კედელზე ასომთავრულით შესრულებული წარწერა. იგი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალი. ქართველი დიდებულები მას წელზე ხმალს შემოარტყამენ.

ეკლესია მოქმედია.

ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესია, მესტიის ძველ უბანში ლაღამში  მდებარეობს. იგი ორსართულიანი დარბაზული ტიპის ეკლესიაა. პირველი სართულის არქიტექტურა მე-10 საუკუნისაა, მისი კედლის მხატვრობის პირველი ფენაც, მეორე კი მე-12 საუკუნისაა.

ქალაქ მესტიის არქეოლოგიური მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

ქალაქ მესტიის ისტორიული ბაღების, პარკებსა და სარეკრეაციო სივრცეების ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

ქალაქ მესტიის ინდუსტრიულ მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

გარდა მატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა მესტიას გააჩნია უნიკალური არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც პირველ რიგში ვლინდება თვითონ სვანური ნის სახით, რომელიც ქართულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება და იზოლაციის გამო შეინარჩუნა არქაული ელემენტები, ნათესაობას ამჟღავნებს შუმერულ ენასთან.

ყურადღების ღირსია ტრადიციები, რომელიც ვლინდება სახალხო და რელიგიურ დღესასწაულებში - ასევე რეგიონი გამოირჩევა თავისებური, უნიკალური მრავალხმიანი სიმღერებით, რომლებშიდაც მრავლადაა არქაული რელიგიური ჰიმნები. სვანეთს გააჩნია გამორჩეული მითები და ლეგენდები.

მნიშვნელოვანია სვანური სამზარეულოც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სვანური ყველი, რომელიც განსაკუთრებული რეცეპტით მზადდება. დამზადების განსაკუთრებული მეთოდი აქვს თაშმჯაბის, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებისგან - უმარილო ჭყლინდი ყველისა და კარგად მოხარშული დაჭყლეტილი კარტოფილისაგან მზადდება, ასევე ფეტვიან ხაჭაპურს, რომლის ისტორიაც დაკავშირებულია საქართველოში კავკასიური ფეტვის კულტურასთან, შიგთავსში ყველს ემატება დაფქვილი ფეტვი. კუბდარი (სვანურად „კუბედ“) კი ერთ-ერთი ყველაზე  გამორჩეული კერძია, ეს არის ცომში გამომცხვარი დაკეპილი ხორცი, კუბდარის დამზადების მეთოდი დროთა განმავლობაში დიასახლისის გემოვნების მიხედვით მცირეოდენ სახეცვლას განიცდიდა. სვანურ კერძებს განსაკუთრებულ არომატს სვანური მარილი სძენს, რომელიც განსაკუთრებული სურნელითა და გემოთი გამოირჩევა, ეს სუნელთა ერთგვარი ნაზავია, რომელიც ნივრის, კამის, ქინძის, ქონდრის და სხვა სანელებლების თაიგულისგან შედგება. სვანური მარილის აუცილებელი შემადგენელია გიცრული, რომელიც მხოლოდ სვანეთის მდელოებზე იზრდება.

მესტიას აქვს უნიკალური „სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი“ რომელიც ნაციონალური მუზეუმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მუზეუმის ფონდებში დაცულია უნიკალური არქოლოგიური მასალა, შუასაუკუნეების ძვირფასი მეტალებისაგან დამზადებული ხატები და სხვა რელიგიური ინვენტარი. გარდა ქართული ნივთებისა მუზეუმის საცავებში მრავლადაა უცხოუთიდან შემოტანილი ხელოვნების ნიმუშები (მატ შორის ბიზანტიიდან, ვენეციიდან, გერმანიიდან და ა.შ.)

სვანეთის იტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა 1936 წელს, როგორც მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული ნივთიერი ძეგლების ბაზაზე. ჩამოყალიბების დროისათვის მუზეუმს რამდენიმე ექსპონატი ჰქონდა. შეგროვებითი და სამხარეოთმცოდნეო მუშაობის შედეგად მუზეუმის თანამშრომლებმა, მეცნიერებმა და ადგილობრივმა საზოგადოებამ 1948 წელს ყოფილი საგვარეულო ეკლესიებიდან მუზეუმში გადმოიტანეს 21 ხელნაწერი. 1984 წლისათვის ფონდსა და საცავებში 12 282 ექსპონატი ირიცხებოდა. მათ შორის ბევრი უნიკალური ნივთია: სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები როგორიცაა მე-10 ს-ის მაცხოვრის ხატი, მე-11 ს-ის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, მე-12 ს-ის “ორმოცი მოწამის ხატი” და “ჯვარცმის ხატი”, ღვთისმშობლის მე-9-10 სს-ის ფერწერული ხატები და სხვა. უძველესი ხელნაწერები, მათ შორის მე11-13 სს-ის ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით, ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები და ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები.

მესტიაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და ტურიზმის დაწესებულებები. 

სიახლეები

არქივი