საქართველოს ისტორიული ქალაქები ლოგო

ყვარელი

ყვარელი მდებარეობს ალაზნის ველზე და ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქის სტატუსი 1964 წელს მიიღო და 2002 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 9 ათას ადამიანს შეადგენს. რკინიგზის სადგურ მუკუზანიდან ყვარელი მე-12 კმ-ზეა.  ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: თეატრი, ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები. ყვარელში არის ნეკრესის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

ყვარელში კარგად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, ძირითადად მევენახეობა. ასევე განვითარებულია მეცხოველეობა, მეფრინველეობა და სხვ. ინტენსიურად ვითარდება მეღვინეობა, აქ თავმოყრილია მრავალი ღვინის ქარხანა. აქვეა საქვეყნოდ ცნობილი ყურძნის მიკროზონა „ქინძმარაული“.

ქალაქ ყვარელის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

ქალაქი ყვარელის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები ჯერჯერობით არ არის დადგენილი.

ქალაქ ყვარელის არქეოლოგიური მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

ქალაქ ყვარელის ისტორიული ბაღების, პარკებისა და სარეკრეაციო სივრცეების ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

ქალაქ ყვარელის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

კახური პურის (დედას პური) დამზადების ტექნოლოგია საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია, კახური პურის ტრადიცია ფართოდაა გავრცელებული კახეთის ყველა ქალაქსა და სოფელში. მას თიხისგან დამზადებულ ტრადიციულ საცხობში - თონეში შეშაზე აცხობენ. კახური პური თხელი, წაგრძელებული ფორმისაა. სწორედ თონის დამსახურებით პურს გამორჩეული არომატი და გემო აქვს.  

ასევე უნიკალურია კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია. ჩურჩხელა ქართული ტკბილეულია, რომელიც საახალწლო სუფრის აუცილებელი შემადგენელია. ის პურის ფქვილის, ბადაგისა (ყურძნის დადუღებული წვენი) და ნიგვზისგან მზადდება. გამორჩეული გემოსა და არმონატის გამო კახური ჩურჩხელა საქართველოს სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი ნუგბარია. ჩურჩხელის დამზადების ტრადიცია ფართოდ არის გავრცელებული არა მხოლოდ კახეთის რეგიონში.

ქართული ჭიდაობა უძველესი ხალხური სარიტუალო შერკინებაა, რომელიც ორი მოპაექრის მიერ ხშირად მუსიკის თანხლებით, სპეციალურად გამოყოფილ მოედანზე სრულდება. ქართული ჭიდაობა საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა, ის საბრძოლო ხელოვნების მნიშვნელოვანი სახეობა, ქართველი მეომრის და ქართული ლაშქრის მომზადების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო. დღეისათვის, ქართული ჭიდაობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (განსაკუთრებით ქართლსა და კახეთში) ფართოდ გავრცელებული, სპორტული, გასართობი, საპაექრო სანახაობაა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია კახური ქუდის დამზადების ტექნოლოგია. კახური ქუდი კახელი კაცის თავსაბურავია, რომელიც უწინ როგორც საერო, ისე საომარი აღჭურვილობის შემადგენელი ნაწილი ყოფილა. დროთა მანძილზე ქუდმა ფორმა იცვალა და დღეისათვის დამოუკიდებელ თავსაბურავად დამკვიდრდა. ის ძირითადად შავი ფერისაა.  

ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახლში გახსნილია მემორიალური მუზეუმი, ყვარელში ასევე მდებარეობს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.

ქალაქ ყვარელის განათლებისა და კულტურის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დამუშავებულა.

სიახლეები

არქივი